USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
"მზეთამზე": ჯამში 100 000 ჰა გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა პურით თვითკმარი იყოს/ქართული პურის პრობლემა
Date:  319
პურის მწარმოებელი ქართული კომპანია "გემოვანი პური - მზეთამზეს" დამფუძნებელი, ირაკლი ჩავლეიშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებს შორის იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულებას ასახელებს.
 
„პურის ამბავი, ქვეყანაში, რომელიც პურის და ღვინის ქვეყნად მიიჩნეოდა, დღეს ისეა, რომ მტერს არ ვუსურვებ. საქართველო მთლიანად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, ამასთან, დაბალი ფასის და დაბალი ხარისხის პურზე, რომელსაც „სოციალურ პურს“, იგივე უვნებელ პურს ეძახიან.
 
ჩემი აზრით, პირველი სწორედ რუსულ ხორბალზე უნდა ვთქვათ უარი, არა იმიტომ, რომ რუსეთისაა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ხორბალი გვქონდეს მიმოქცევაში,“- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
 
მისივე ცნობით, პურს ცხობამდე მინიმუმ ფერმენტაციის პროცესი უნდა ჰქონდეს გავლილი, რადგან არ შეიძლება პური 2-3 საათში ცხვებოდეს. პურის ცხობას თავისი დრო გააჩნია, რაც სწორედ იმ მიკროელემენტებს ანიჭებს, რომელიც პურისთვის აუცილებელია.
 
„ამ პირობებში, დარგი არ ვითარდება ნიშნავს იმას, რომ კულტივაცია სათანადოდ არ კეთდება. ეს იქნება ხორბლის დათესვის სიღრმე, პერიოდულობა, პრეპარატები, სათესლე მასალა, რომელსაც ფერმერები იყენებენ და ა.შ. არ შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე თესლს იყენებდე. ამიტომაც პრობლემა გვაქვს. არადა, ჯამში 100 000 ჰა გვჭირდება იმისათვის, რომ პურით ვიყოთ თვითკმარი, რაც 1000 ჰა-იან 100 მეურნეობას გულისხმობს.
 
ქვეყანაში ასეთი მეურნეობები მრავლადაა, ბევრიც გაჩერებულია. ჩვენს ქვეყანას უსაფრთხო კი არა, მარგებელი პური სჭირდება. ცოტა ხანში, ჩვენ დაავადებული უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი, რაც კვებასთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება ეკონომიკას გავუცვალოთ მომავალი იმიტომ, რომ დღეს ეს მომგებიანია. პირადი დაკვირვებით, წლების განმავლობაში, ადამიანებს, რომლებიც ჭამდნენ ჯანმრთელ პურს, ძალიან მოკლე დროში, როდესაც სოციალურ პურზე გადავიდნენ, დაუზიანდათ ჯანმრთელობა,“- განაცხადა ჩავლეიშვილმა.
 
 
 
society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way