USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
მუშთაიდის ბაღი- სიყვარულის ისტორია და ლეგენდები
Date:  9752

XIX საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული მუშთაიდის ბაღის და მისი დაარსების ისტორიას მოგითხრობთ. ლამაზი ლეგენდები და სინამდვილე ერთმანეთშია არეული, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რომელი ვერსია უფრო სარწმუნოა.

მუშთაიდი, ირანელი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც ცოლად ქართველი ქალი _ ნინო ჰყავდა. მას მეუღლე სტამბოლში ტყვეთა ბაზარში უყიდია. როგორც ჩანს, თავრიზელ მირ ფერტე აღასეიდ მუშთაიდს მეუღლე იმდენად შეჰყვარებია, რომ როცა მან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უთხოვია, კაცი დასთანხმებია. თუმცა, ამ წყვილის თბილისში დასახლების შესახებ არის მეორე და ბევრად უფრო სარწმუნო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მუშთაიდი რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა და ამის გამო ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშთაიდის ტფილისიდან გაქცევის შემდეგ ცნობილ ბაღს არაერთი მფლობელი გამოუცვლია, თუმცა მანამდე თავად მიუყიდია ის ვაჭარ მელიქ-ბეგლაროვისთის. 1853 წელს კი გაკოტრებულ ბეგლაროვს ბაღი 70 ათას რუბლად გადაუცია ქალაქის ხაზინაისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად.

1860 წელს მუშთაიდის გაშენებული ბაღი სახალხო სეირნობის, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების გასამართ პარკად ქცეულა. მართალია, გერმანული დასახლების ტერიტორიაზე სხვა ბაღებიც ყოფილა, მაგრამ ეს პარკი მაინც ყველაზე მეტად ჰყვარებია ხალხს.

თურმე, რას აღარ ეძახდნენ: ბულონის ტყეს, ედემის ბაღსა თუ ტფილისურ სოკოლნიკებს. თურმე, რა აღარ იმართებოდა პარკში: საქველმოქმედო აუქციონები, თეატრალური წარმოდგენები, ლატარიები, კონცერტები, ფოიერვერკები თუ ლატარია-გათამაშებები ობოლი ბავშვებისა და გაჭირვებულების დასახმარებლად. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებისთვის ალექსანდროვის ბაღიდან მუშთაიდის პარკამდე დილიჟანსი დაუნიშნავთ, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადიოდა.

გარდა ამისა, პარკში ეწყობოდა პავილიონები, რომლებშიც მთელი კავკასიის მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რაც თურმე ფრიად პრესტიჟული საქმედ მიიჩნეოდა.როგორც ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, ის ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი-მუჯთაჰიდი ყოფილა. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოსდგა ბაღის სახელიც -მუშტაიდი. ამავე ბაღშია დაკრძალული მისი ქართველი მეუღლე.

1845 წელს მირ ფეთეხ-აღა თავრიზისგან ბაღი მდიდარ მემამულეს შეუსყიდია, თავად ფეთეხ-აღას კი თბილისი დაუტოვებია. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო კუთვნილება გახდა. აქ ყოველდღიურად იმართებოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები თუ სპექტაკლები. მუშტაიდის ბაღი თავშეყრის, გართობისა და დასვენების ცენტრად იქცა. 1887 წელს ბაღის ტერიტორიაზე ნიკოლოზ შავროვის ხელმძღვანელობით კავკასიის საააბრეშუმო სადგური დაარსდა. სადგურის კომპლექსი, რომელმაც ჩვენამდე დანგრეული სახით მოაღწია, 1892 წელს აიგო.

შემორჩენილია კომპლექსის მთავარი ნაგებობა, რომელშიც ,,აბრეშუმის სახლის” მეაბრეშუმეობის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრია განთავსებული.მუშტაიდის ბაღში 1935 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ბაღში მოქმედებდა თეატრი, ღია ესტრადა, კაფე-რესტორანი, ბავშვებისთვის რკინიგზის გარდა, სხვადასხვა ატრაქციონი ფუნქციონირებდა. ბაღში დასვენება და გართობა დღეს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

 

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way