USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
მუნჯი ხელოვნება- ჩარლი ჩაპლინი
дата:  3162

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს.

ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში.

1921წელს აწყობს ევროტურს.

მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”)

ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”

1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო

1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York”

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს)

უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი.

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати