USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  795

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მორიგ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, რომლის ერთადერთი მიზანი გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და წარმატებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ შესახებ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნაა, - ამის შესახებ განცხადებას მუნიციპალური განვიტარების ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპით დაფინანსებილი პროექტები დასკვნით ფაზაშია, ხოლო რაც შეეხება პროგრამის მეორე ეტაპით განსახორციელებელ პროექტს - რეაბილიტაცია უტარდება არა მხოლოდ დედოფლისწყაროში არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალს, არამედ მემორიალის მიმდებარე 11 ჰექტარ ტერიტორიაზე რეკრეაციული და დასასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.

„დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს წლების წინ არსებული ტბის აღდგენას; ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სპორტული სივრცეების, კვების ობიექტების, ველობილიკის, ფანჩატურებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. გარდა ამისა, მთელ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი ხე-მცენარეების დარგვა და მათი მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი სარწყავი სისტემისა და წყლის რეზერვუარების მოწყობა; ასევე განათების, ელექტროენერგიის, გაზისა და ინტერნეტის კომუნიკაციების მონტაჟი.

2021 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ მიზნობრივი პროგრამაა და მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებაა. ურბანული განახლება მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა, ქალაქებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

პროგრამა მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე პროექტების დიდი ნაწილი უკვე დასდრულების ფაზაშია.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით დასაფინანსებელ პროექტების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელიც პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს არჩევს, შედიან ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიზანია ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. რეგიონების განვითარებისათვის, ამ პროგრამის მიღმა, არაერთი პროექტი ხორციელდება ქვეყნის ყველა რეგიონში. მათ შორისაა, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარის პროექტები. სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შედეგჰადაც, დედოფლისწყაროსა და მისი 14 სოფელის 21 000 ბენეფიციარს 24 საათიანი წყალმომარაგება პირველად ექნება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის