USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად აგრძელებს
თარიღი:  942

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დასრულდა შენობა-ნაგებობების ფასადების რესტავრაცია და გზის საფარის განახლება. ამჟამად მიმდინარეობს განახლებული შენობებისა და შიდა ეზოებში მდებარე ნაგებობების გადახურვა.

ფასადების რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ასევე განახლდება ეზოები და გზის საფარი. ბათუმის მერიის თხოვნით, დამატებით 1.8 მეტრით გაფართოვდა სამანქანო გზა, რაც საგრძნობლად გაამარტივებს გადაადგილებას.

ახმეტელის, ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე დასკვნით ეტაპზეა 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობების ფასადების აღდგენის პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაო. ფასადების რეაბილიტაცია დაწყებულია, ასევე, მელაშვილისა და კოსტავას ქუჩებზეც.

ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის