USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
მუნიციპალური განვითარების ფონდი - ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
дата:  1854

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25.2 მილიონი ლარია. სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.

„ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყოფა სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

პარკის ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის სამუშაოები, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. მეორე ეტაპით დაგეგმილი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად მიმზიდველს და კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

мир
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати