USD 2.6957
EUR 3.1316
RUB 3.4658
Tbilisi
მულახის თემის სოფელ ლახირის ეკლესიის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა
Date:  1279
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მულახის თემის სოფელ ლახირის იოანე მახარებლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დაასრულა.
ლახირის იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომელიც სოფლის განაპირას, ფერდობზე მოჭრილ ტერასაზე, მდებარეობს, ორივე მხრიდან საყრდენი კედლის სამაგრით. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი, სწორკუთხა კვადრებად გათლილი შირიმის ქვით.
ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს
საყრდენი კედელი ჩამონგრეული იყო, შესაბამისად, ჩამოშლილმა მიწის მასამ დროთა
განმავლობაში გამოიწვია ჩრდილოეთ ნავის გადახურვის ჩანგრევა. გარდა ამისა,
დაზიანებული იყო ეკლესიის კარნიზი და გადახურვა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ეკლესიის ეზოს ტერიტორიაზე მოიჭრა მიწა, მოეწყო ჩრდილოეთ საყრდენი კედელი და დრენაჟი, აღდგა
ჩრდილოეთ ნავი, გამოიცვალა დაზიანებული კარნიზი და შეიცვალა სახურავი, რაც ეკლესიის ინტერიერს დაიცავს ატმოსფერული ნალექებისგან.
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თაუერს +“-მა შეასრულა.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 302 060 ლარი გამოყო.
 
World
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

See all
Survey
By the way