USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
მუხიანში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  

გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუხიანში I მიკრორაიონის N17 კორპუსთან ახორციელებს, სადაც შიდა ეზო წესრიგდება.

ეზოს ტერიტორიაზე 1550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის