USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერი მოეწყო
Date:  433
მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
 
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ფიტნეს ზონა, მოეწყო მოსასვენებელი სკამები და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
 
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 657 ლარი დაიხარჯა.
 
 დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.
 
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way