USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
მუხიანის აგარაკებზე კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო
дата:  605

გლდანის რაიონის გამგეობა ვანისა და ხვანჭკარას ქუჩებზე წყალარინების ქსელს მოაწყობს. სამუშაოების შედეგად, ქსელი 1 452 გრძივ მეტრზე მოეწყობა. აღნიშნულისთვის 1 240 000 ლარი დაიხარჯება.

წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ კი ორივე ქუჩაზე, 6 400 კვ. მეტრ ფართობზე, გზის საფარი მოეწყობა, რისთვისაც, დაახლოებით, 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

 სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

 

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати