USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს
дата:  679
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ექვსივე ქუჩაზე 26 600 კვ.მეტრამდე ფართობი მოწესრიგდება.
 
ბორჯომის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
 
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ეს არის დასახლება, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა - არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. ტერიტორია მთლიანად მოუწესრიგებელი იყო. საავტომობილო გზაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმდენად რთული ვითარება იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ მოძრაობდა. ეტაპობრივად დავიწყეთ ყველა ქუჩის მოწესრიგება, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. მაისისთვის გვინდა, რომ პროექტი დავასრულოთ, რომლის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახუროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 564 000 ლარია გათვალისწინებული.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე იმყოფებოდნენ.
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати