USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
მწვანე ალტერნატივას განცხადება შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე
дата:  

მწვანე ალტერნატივა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

გვსურს, განმარტება გავაკეთოთ ჩვენს მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. გამოვაქვეყნეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოლოგიური ბიულეტენი – საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.

ბიულეტენის თანახმად, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის კვლევების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. ონის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის თანახმად, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.

 

ამავე ბიულეტენის თანახმად, გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდ. დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

 

კურორტი შოვისათვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორიის მინიჭება არ მომხდარა მხოლოდ 2021 წელს მდ. დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო. სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდ. ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული კურორტი შოვი, საფრთხედ  მდ. დღვიორასთან ერთად დასახელებულია მდ. ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც:

 
 

მდ. ჭანჭახის შენაკად მდ. ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენაზე და მისგან კურორტ შოვისთვის შექმნილ პრობლემაზე 2017 წლის 7 ივლისს ვიდეო გამოაქვეყნა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც.

მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და შესაბამისი სტრუქტურების მიერ კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, იქნებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати