USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მთიანი ყარაბახი - ქ.შუშის მისადგომებთან გადმწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს
თარიღი:  1207

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, არწრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ ამჟამად მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშისთვის/შუშასთვის „მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლები“ მიმდინარეობს.

ამასთან, სომხური მხარის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის [ხანქენდის] დაბომბვა.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ დღეს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საზოგადოებისთვის მორიგ მიმართვას გაავრცელებს.

როგორც ჩანს, ბრძოლები ქ. შუშაში აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ მიმდინარეობს. შედეგად, დაიწყო იქვე 5 კმ-ში მდებარე სტეპანაკერტისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია სომხეთისკენ.

ფოტოზე ჩანს დღეს დილით გზებზე შექმნილი საცობი.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის