USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა
дата:  581

მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისათვის კი მთიანი ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.

გამოცემის ცნობით, რეგიონში ცოტა ხნის წინ გაეროს მისია ჩავიდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას დააკვირდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, პირებს, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს და ახლა სომხეთში იმყოფებიან, საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება თავშესაფრით უზრუნველყოფს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати