USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
Tbilisi
“მთელი ცივილიზაციის” განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს
Date:  225

ირანის “მთელი ცივილიზაციის” განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის ძალისხმევა, თუმცა, ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა.

ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე - სამშაბათს 20:00 საათამდე.

World
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way