USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მთავრობის სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს
Date:  258
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”.
კერძოდ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს.
ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის”, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, რომელზეც წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ბანკთან, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს იყო - საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“.
აღნიშნული განკარგულებით, მთავრობამ მოიწონა იმერეთის რეგიონში დაგეგმილი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება. აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 თვე.
ელექტროსადგურის სიმძლავრე: 50 მგვტ; გამომუშავება - 180,89 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია: 66 მლნ. აშშ დოლარი იქნება.
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way