USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება - მამუკა ხაზარაძე
Date:  1473

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში არ ჩანს ეკონომიკის ამუშავების გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ ადამიანები სამუშაო ადგილებს.

,,ყველამ მოვისმინეთ მთავრობის მიერ გაცხადებული ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ანტიკრიზისთან, ჩემი აზრით, მჭიდრო კავშირი არ აქვს, რბილად რომ ვთქვა. ეს არის უფრო სოციალური დახმარების პაკეტი. ჩვენ ვერ დავინახეთ ყველაზე მთავარი ღერძი, სადაც ეკონომიკა იქნება ამუშავებული. საბოლოო მიზანი არის ადამიანების ეკონომიკური უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით და ეს გზა არსებობს - სერიოზული ინექციის შეშვება ბიზნესში. კერძო ბიზნესში, რომელიც ასაქმებს 350 000 ადამიანს საქართველოში და ავსებს მთელი ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება’’ ორიენტირებულია მომავალ არჩევნებზე და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე.

,,მთავრობის პროგრამაში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ უნდა ამუშავდეს ეკონომიკა. შეიძლება, ფრაგმენტულად ვიღაცამ ნეპოტიზმით და ჩაწყობით თავისი გზა იპოვოს, მაგრამ ეს არ იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსავლის გეგმა. მთავრობამ განაცხადა, რომ 6 თვის მერე მოგვახსენებენ პროკრიზისულ ღონისძიებებს, როცა არჩევნებს მოიგებენ. ასეთი იმედი აქვთ მათ და უკვე არჩევნებზე ფიქრობენ, რაც ძალიან ცუდია. არ ჩანს მომავალი განვითარება და დღეს არ ვიცით, შემოსავლების თუნდაც ის 20 პროცენტი, რომელიც ტურიზმიდან შემოდიოდა,  როგორ უნდა გადალაგდეს სხვა ინდუსტრიებზე, თეორიის და სახელის დონეზე მაინც’’ - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ სოფლის მეურნეობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი.

,,რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, საოცარი რამ მოვისმინეთ. ერთ-ერთ მინისტრს დაავალეს და უთხრეს, რომ 3 წლის განმავლობაში მიწების აღრიცხვა და რეგისტრაცია გააკეთეთო. 8 წელი ჰქონდათ იმისთვის რომ მიწები აღერიცხათ. დღეს მიწების აღრიცხვის დრო არ არის, ერთი თვე დარჩა სახნავ-სათესი პერიოდისთვის. დღეს დილიდან საღამომდე ტრაქტორები უნდა მუშაობდეს. ჩვენ ამისთვის მილიარდი ლარი გამოვყავით, რომელიც ასევე არსებობს შიდა რესურსში. ყველაზე უნდა გადანაწილებულიყო ტექნიკური საშუალებები, ხვნა-თესვა, სათესლე მიწოდება და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანამ ჩვენ გარშემო გაამკაცრა სურსათ-სანოვაგის საექსპორტო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგია. მომავალი ძალიან მძიმეა. ჩვენ სამ ეტაპად დავყავით ჩვენი ხედვა - ჯანმრთელობა, ეკონომიკა და ეკონომიკაში ცალკე გამოვყავით სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყარო:https://lelo2020.ge/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way