USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვთა მშობლებმა აქცია გამართეს - რა არის მათი მოთხოვნები
თარიღი:  489

დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვთა მშობლებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა კინწურაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, მშობლები სხვადასხვა უწყებისგან შშმ ბავშვთა ინტერესების დაცვას ითხოვენ.

“ჩვენი მიზანია, რომ შშმ ბავშვთა ინტერესები უფრო მეტად იყოს დაცული და სხვადასხვა უწყებებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემებს. სწორედ ამიტომ გავმართეთ აქცია მთავრობის კანცელარიასთან, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის ჩართულობაა საჭირო - ეს საკითხი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს არ ეხება”, - აცხადებს კინწურაშვილი.

როგორც იგი განმარტავს, საკითხი, რამაც შშმ ბავშვთა მშობლების კონსოლიდაცია გამოიწვია, 2023 წლის დეკემბერში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ შესული ცვლილებებია, რომლის თანახმადაც სარეაბილიტაციო სეანსების რაოდენობა, რაც წელიწადში 192 სეანსის დაფინანსებას გულისხმობს, უცვლელი დარჩა, თუმცა თვეში 16-მდე შემცირდა და 12 თვეზე გადანაწილდა. მშობლები უკვე რამდენიმე თვეა ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ბავშვებს პროგრამით სარგებლობისას დაბრკოლებებს უქმნით.

“გუშინ გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან. იგი დაგვპირდა, რომ გამოასწორებს გრაფიკს, რაც რეალურად გახდა მიზეზი მშობლების გაერთიანების. სეანსების გადანაწილება იყო ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია ჩვენი პროტესტი, თუმცა ჩვენმა კონსოლიდაციამ შემდეგ მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა, რომლებმაც ჩვენი აქციაზე მოსვლა განაპირობა”, - აღნიშნავს მშობელთა წარმომადგენელი.

კინწურაშვილი BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება შშმ ბავშვთა პრობლემების გადაჭრისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც, მინისტრთან შეხვედრის მიუხედავად, აქცია ძალაში დარჩა.

შშმ ბავშვთა მშობლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ოპერაციებისა და სხვა პროცედურების დაფინანსებაა, თუმცა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, დაფინანსების რა მოდელია მშობლებისთვის სასურველი. ნანა კინწურაშვილის თქმით, დეტალებზე მშობლები მომდევნო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფთან ერთად იმუშავებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის პროგრამაში შესული ცვლილებები მშობლების ჩართულობით გადაიხედება, გარდამავალ პერიოდში კი პროგრამა ძველ მოდელს დაუბრუნდება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის