USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
მთავრობის ადმინისტრაცია დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Date:  1095

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტითდასრულდება.

„ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

რაც გვეამაყება და გვაერთიანებს

 

თავისუფლების მოედანი

 

10:00 - ფიცის დადების საზეიმო ცერემონია (ფიცი წელს დაიდება თბილისში, დიდგორის ველზე, ბეთანიის მონასტერთან, კაცხის სვეტთან, გერგეტის სამებასთან, მცხეთაში - დედათა მონასტერთან)

 

ღვინის სივრცე

 

10:00-18:00 - მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

 

10:00-18:00 - სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა

 

10:00-18:00 - საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“

 

13:00 ანსამბლი „ჰერიო“

 

14:00 ანსამბლი „ალილო“

 

15:00 „თბილისური კვარტეტი“

 

16:00 კვარტეტი „რანინა“

 

17:30 – 20:00 ლევან ბერიშვილი DJ LEVI LOVE DISCO

 

 

საბავშვო სივრცე

 

11:00 -19:00 - საბავშვო ტკბილეულის სივრცე

 

12:00 -19:00 - DJ - საბავშვო მუსიკა

 

12:00-19:00 - გასართობი სივრცეები: ფოტოგადაღების ზონები, გიგანტური ქსილოფონი და საქანელა

 

 

14:00-19:00 - დიდი ტელევიზორი - ცეკვის თამაშები

 

14:00-19:00 - პატარებისთვის გიგანტური გასაფერადებელი

 

14:00 -19:00 - ზღაპრის გმირები და ანიმატორები

 

11:00-19:00 - საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: სახატავი და გასაფერადებელი სივრცე; კალიგრაფიის გაკვეთილები; შეჯიბრი მინი პინგპონგში და მაგიდის ფეხბურთში. სპორტულ-გასართობი თამაშები: ციფრების ფაზლი.

 

12:00/14:00/16:00 ილუზიონისტის შოუ

 

13:00-19:00 საბავშვო კინოთეატრი - ქართული მულტფილმების ჩვენება ("წუნა და წრუწუნა", "სიზმარა", "ჩხიკვთა ქორწილი", "ქვეყნის მაშენებლები", "გუდა გუდა")

 

13:00-19:00 თიხის ფიგურების გაფერადება, ოთხკუთხედი ლამპარის გაკეთება, მრგვალი სანათების დამზადება, სხვადასხვა ნახატების გაფერადება, ხატვა, ჭრა და სხვადასხვა ფიგურების დამზადება მუყაოს ქაღალდებისგან

 

13:00-19:00 საბავშვო სათამაშო მოედანი - საქანელა, აიწონა დაიწონა, X და 0, საანგარიშო, მოცულობითი კუბები, განსავითარებელი სათამაშო.

 

საბავშვო კონცერტი:

 

  • 13:00 - 13:30 „ანა-ბანა“

 

  • 13:35 – 14:00 „ვოკალის აკადემია“

 

  • 14:05- 14:30 „ნიას სტუდია“

 

  • 14:35- 15:00 „ბზიკები“

 

  • 15:05 - 15:30 „მეკოს სტუდია“

 

  • 15:35-16:00 „ნუცას სკოლა“

 

  • 16:05-16:30 „ბასტი ბუბუ“

 

  • 16:35-17:05 „ქენდი“

 

 

 

საბავშვო სახელოსნო:

 

  • 12:00 - 13:00 კოდალა ხის რუკა&დროშის აწყობა-შეღებვა

 

  • 13:00 - 15:00 თამაშობანა ფიროსმანის დეკუპაჟი

 

  • 15:00 - 16:00 თამაშობანა კალიგრაფიული წერა

 

  • 16:00 - 17:00 თამაშობანა ჭიქის ხის დასადების დამზადება

 

  • 18:00 - 19:00 თამაშობანა კერამიკის შესწავლა

 

  • 19:00 - 20:00 თამაშობანა თექის დამზადება

 

 

 

საბავშვო მუსიკალური სცენა:

 

წამყვანები - დავით ალადაშვილი და ვაჩე ღვინიაშვილი

 

11:30 – 17:00 სატელევიზიო პროექტ "რანინას" მონაწილეები

 

17:30 – 18:00 ანსამბლი „ბუკმარკი“

 

 

რადიო სტუდია:

 

წამყვანები - გვანცა კილასონია, დავით ველიჯანაშვილი

 

12:00-12:30 ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი

 

13:00-13:30 ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე

 

14:00-14:30 მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე

 

15:00-15:30 დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

 

16:00-16:30 ენრიკო ჯანელიძე, თემურ თათარაშვილი

 

17:00-17:30 ანსამბლი „ორერა“

 

 

თეატრისა და კინოს სცენა:

 

წამყვანები - გიორგი ხურცილავა, დავით (ჯაპანა) ხურცილავა, გრიგოლ ჩიგოგიძე

 

12:30 – 13:00 გიგი პიანომენი - კინომუსიკა

 

13:30 – 14:00 ანსამბლი „სიმი“, გრიგოლ ჩიგოგიძე, თენგიზ მალანია, ბაქარ შარაშენიძე, გიორგი თორაძე

 

14:30-15:00 ლევან ქორიძის ტრიო

 

დავით (ჯაპანა) ხურცილავა, ალექსანდრე მახარობლიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე

 

15:30-16:00 ვანიანო - მუსიკა კინოსა და თეატრისათვის

 

16:30 – 17:00 ცეკვა „სამაია“;

 

ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე;

 

ცეკვა „ქართული“

 

17:30 – 18:00 ანსამბლი „ახალი ხმები“

 

ინსტალაცია ოცხელი & ჩაკრულო

 

11:00-19:00 ოცხელის ინსტალაცია: ფუნიკულიორის კაფე, კალეიდოსკოპის ფერადი და მუდმივად ცვალებადი სივრცე.

 

11:00-19:00 ჩაკრულოს ინსტალაცია: ფოტოგადაღება კოსმოსურ ხომალდში და ჩაკრულოს ფირფიტასთან. ჩაკრულოს ფირფიტების გამოფენა-გაყიდვა

 

 

სპორტული სივრცე

 

11:00-19:00- სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება:

 

მსურველთა რეგისტრაცია ყოველ ნახევარ საათში,

 

გამარჯვებულების გამოვლენა და დასაჩუქრება

 

სპორტული ზონები:

 

  • ქუჩისკალათბურთი

 

  • ფეხბურთი

 

  • ხელბურთი

 

  • ბეისბოლი

 

  • მაგიდისჩოგბურთი

 

  • მაგიდისფეხბურთი

 

  • ნარდი

 

  • ჭადრაკი

 

  • გოლფი

 

  • ამერიკულიფეხბურთი

 

 

შეხვედრა და ინტერვიუ სპორტსმენებთან:

 

წამყვანი - გიორგი თვალაბეიშვილი

 

14:00 - 17:00 სპეციალურად მოწყობილ პავილიონში ინტერვიუები ცნობილ, როგორც ვეტერან, ასევე მოქმედ, სპორტსმენებთან: ვლადიმერ გუცაევი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ანატოლი ბოისა, ნიკა ცქიტიშვილი, დუდა სანაძე, ზუკა რურუა, რეზი იმნაიშვილი, ნიკა ამაშუკელი, ტიტე კალანდაძე, გიორგი ლაპიაშვილი.

აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ვიქტორინაში და საჩუქრად მიიღონ სპორტსმენების ხელმოწერით მაისურები.

 

კულინარიული ზეიმი რუსთაველზე:

 

11:00 – 15:00 DJ სცენა #1 – DJ Dona ; DJ სცენა #2 - DJ Kashia

 

13:00 – 13:30 კულინარიული მასტერკლასი #1

 

თემო კარდენახიშვილი

 

ტრადიციული გებჟალია - გათანამედროვებული დრესინგით

 

14:00-14:30 კულინარიული მასტერკლასი #2

 

სოსო ჯაბანაშვილი

 

ტრადიციული ჩანახი - გათანამედროვებული ვიზუალიზაციით

 

15:00-19:00 DJ სცენა #1 – DJ Jashki; DJ სცენა #2 – DJ Juka

 

15:00 - 15:30 კულინარიული მასტერკლასი #3

 

ლუკა თოდუა & თორღვა გოგოჭური

 

თბილისური ჩახოხბილი - ტრადიციული ინგრედიენტებით, მოდერნიზებული ვიზუალიზაციით

 

16:00-16:30 კულინარიული მასტერკლასი #4

 

თამუნა წიკლაური

 

ქვევრი - დესერტი ქართულ მოტივებზე

 

17:00-17:40 სომელიეს მასტერკლასი

 

შალვა ხეცურიანი

 

ღვინისა და კერძების შეხამება

 

თამაზ თამაზაშვილი

 

ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები

 

19:00-22:00 DJ სცენა #1 – DJ ALEX

 

DJ სცენა #2 – DJ Grekoff

 

 

სტარტაპ მარკეტი

 

11:00 – 19:00 სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მუსიკალური გაფორმება

 

17:10 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა

 

თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი ჰიმნს უმღერებს თავისუფლებას!

 

 

პირველი რესპუბლიკის მოედანი

 

20:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი

 

გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეობენ: „თბილისის ქალთა გუნდი“, ანსამბლი „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „ჩაკრულო“, ანსამბლი „შილდა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“, აჭარის ანსამბლი „არსიანი“, ანსამბლი „მძლევარი“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“,

 

#26მაისი #ესდღეჩვენია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way