USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
Tbilisi
მთავრობას ვურჩევდი, შეისწავლოს, რატომ გარბის ხალხი საქართველოდან - ბიზნესმენი
Date:  844

წყარო: https://bm.ge/

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძის აზრით, ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

- ბიზნესს აკეთებენ ადამიანები. ფული და მანქანები ბიზნესს არ აკეთებენ. ეს უნდა ვთქვათ ხმამაღალი ტემბრით და გავაგებინოთ ყველას - ჩვენ ვკარგავთ ყველაზე აქტიურ ადამიანებს.

- როგორ შევაჩეროთ ადამიანური რესურსის გადინება?

- ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი სიტყვაა - იმედი. იმედი უნდა ჩავუსახოთ ადამიანებს, რომ 4-5 წელიწადში აქ ყველაფერი კარგად იქნება... ნამდვილად უნდა გქონდეს ამის იმედი...

ბიზნესმენმა ამ გამოწვევაზე საუბრისას საქსტატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 100 000 მოქალაქე წავიდა.

„შარშან 100 000 ქართველი დავკარგეთ - მათ საქართველო დატოვეს. აქედან 84% შრომისუნარიანი იყო. ამის მიზეზი არაა მხოლოდ სოციალური ყოფა... ამ საკითხით ფსიქოლოგებიც უნდა დაინტერესდნენ. მე ვურჩევდი დღევანდელ მთავრობას, რომ ისევ აღადგინოს დასაქმების სამინისტრო, რომელმაც უნდა შეისწავლოს რატომ გარბის ეს ხალხი საქართველოდან, როგორ შეიძლება დავაკავოთ, რა პროფესიები უნდა განვავითაროთ, თორემ რა დავრჩებით? - ხინკლის და ღვინის ქვეყანა?! მე არ მინდა, ასეთი ქვეყანა.

ვინც იქნება პრემიერ-მინისტრი, მისი ყველაზე დიდი ფუნქცია და პრეროგატივაა, რომ შექმნას ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ხალხს კი არ გააქცევს, არამედ იმედს შეუქმნის, რომ 10 წლის შემდეგ საკმაოდ კარგი შემოსავალი ექნებათ“, - თქვა პაატა ტრაპაიძემ.

წამყვანის კითხვას - როგორ შეაფასებთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობას - ბიზნესმენმა ასეთი პასუხი გასცა:

„ეკონომიკა როდესაც იზრდება, კრიტიკა ძალიან არასწორია, მაგრამ დღეს უნდა ვიფიქროთ, რა იქნება მომდევნო 10 წელიწადში... სწორედ აქ შემოდის ორი სიტყვა - ცოდნა და შრომა. ჩვენ ეკონომიკური იდეოლოგია უნდა ავაგოთ ცოდნასა და შრომაზე“, - აღნიშნა მან.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way