USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
მთავრობამ მილიონობით ლარის ღვინო, მათ შორის ხვანჭკარა ისევ ვერ გაყიდა - აუქციონი ისევ ჩაიშალა
Date:  1801

საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა ღვინო-მასალა ისევ ვერ გაყიდა. 28 ივნისს უშედეგოდ დასრულდა 104 აუქციონი, რომლითაც 5.9 მილიონ ლარად 810 ათასი ლიტრი ღვინო-მასალა, მათ შორის 186 ათასი ლიტრი ხვანჭკარა; 542 ათასი ლიტრი ალექსანდროულ-მუჯურეთული და 70 ათასი ლიტრი ოჯალეში იყიდებოდა. აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო 9.5 ათასი ლიტრი ცოლიკაური და 2.5 ათასი ლიტრი უსახელოური.

ეს ბოლო 2 თვის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინო-მასალის უკვე მეოთხე აუქციონია, წინა სამ აუქციონზეც სარეალიზაციოდ გამოტანილი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაიყიდა. დაბალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვნის ღირებულება 44%-ით შეამცირა.

სხვაობა 5 მაისის სარეალიზაციო ფასსა და 28 ივნისის ფასებს შორის 44%-ია:

• ხვანჭკარას ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 14.8 ლარი იყო, დღეს 8.25 ლარი;
• ალექსანდროულ-მუჯურეთულის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 13.4 ლარი იყო, დღეს 7.46 ლარი;
• ცოლიკაურის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 6.2 ლარი იყო, დღეს 3.44 ლარი;
• ოჯალეშის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 6.8 ლარი იყო, დღეს 3.8 ლარი;
• უსახელოურის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 18.8 ლარი იყო, დღეს 10.47 ლარი;

რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი და ღვინო?

ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ("აკურას" და "მოსავლის მართვის კომპანიას") ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუსბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.


ჩაბარებული ყურძნისგან მთავრობამ 239 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და ღვინო-მასალა დაამზადა. თითოეული მათგანის მოცულობა და საბალსანსო ღირებულება ასეთია:

• 2015-2020 წლებში დამზადებული ღვინო მასალის მოცულობაა 92.8 ათასი ლიტრი, თვითღირებულება 108.6 მილიონი ლარი;
• 2015-2020 წლებში დამზადებული საკონიაკე სპირტის მოცულობაა 12.1 ათასი ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლი), თვითღირებულება 130.4 მილიონი ლარი.

2015-2021 წლების განმავლობაში რეალიზებული სპირტისა და ღვინო-მასალის შესახებ. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ პერიოდში 114.1 მილიონი ლარის ალკოჰოლური სასმელები გაყიდა.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way