USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Tbilisi
"მთავრობამ და ეკლესიამ შევიმუშავეთ ერთობლივი გეგმა" - ირაკლი კობახიძე გელათის რეაბილიტაციაზე
Date:  703

გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას – დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.

„გელათის უნიკალური ხუროთმოძღვრული ანსამბლის უნივერსალური ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ. გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, - განაცხადა პრემიერმა და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გელათში სტუმრობა გაიხსენა, როდესაც სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ რთული ვითარება იყო და სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი დროებითი კონსტრუქციის აგება იწყებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გელათის ტაძარში ერთი თვის წინაც იმყოფებოდა და უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაო.

“ეს სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა უცხოელი ექსპერტების წვლილს გელათის აღდგენის საქმეში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობას და ეკლესიას ერთობლივი გეგმა აქვს შემუშავებული გელათის გადასარჩენად, და "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას".

„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია - საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი.

დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“- აღნიშნა კობახიძემ.

"გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, - დასძინა მან.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way