USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე - 2022 წელს განხილული 372 განკარგულებიდან დღემდე არცერთი გასაჯაროებულა
თარიღი:  646

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტების მიღება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შეუძლებელია. „ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა“ - ნათქვამია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს

17 მარტი, 2023

2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა.

უკვე 2 წელზე მეტია მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.

გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.

გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
  • მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  • მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე.

მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის