USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
მთავრობა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს
дата:  268

მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტი მთავრობამ მოამზადა.

მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.

“საზოგადოებრივი ორგანიზაციები დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამგვარი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში თავიანთი საზედამხედველო (ე.წ. watchdog), ანალიტიკური (ე.წ. think tank) თუ სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. service provider) პროფილიდან გამომდინარე. ისინი აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას სხვადასხვა სფეროებში, სთავაზობენ მას საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სპეციალიზებული მომსახურებების შეთავაზებით, ხელისუფლების დამხმარე ფუნქციებს ითავსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ევროპის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა არსებობს.

რიგ ქვეყნებში ამგვარ ორგანიზაციათა სახელმწიფო მხარდაჭერის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის მათი ფინანსური მხარდაჭერისთვის საჯარო კონკურსების გამოცხადების გზით, უზრუნველყოფილია კონკრეტულად ამ მიზნისთვის შექმნილი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати