USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს
Date:  559

მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ეპიდემიოლოგირი მდგომარეობა ამას მოითხოვს, გარე სივრცეებში პირბადის ტარების. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, - მის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების წესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

„გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებისა და მითითებისთვის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way