USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მთავრობა დევნილებისათვის ბინების უზრუნველყოფაზე 150 მილიონ ლარს დახარჯავს
Date:  503

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორისათვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა. 

პრემიერ-მინისტრის, განცხადებით,  მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს.

„საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, - განაცხადა გახარიამ პრეზენტაციაზე.

სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

რაც შეეხება იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დეტალებს, როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიის პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ ლარია, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება დევნილთა საბინაო უზრუნველყოფაზე, ხოლო 200 მილიონი ლარით განისაზღვრა საცხოვრებელი უძრავი ქონების დასრულების სახელმწიფო გარანტიის პროგრამის ბიუჯეტი.

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way