USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
Тбилиси
მთავრობა - ქარსაფარ ზოლთან მიწის მესაკუთრეებს, ზოლის ფიზიკური დაცვის ვალდებულება ექნებათ
дата:  462

მთავრობა ქარსაფარი ზოლის მართვის საკითხების დახვეწა-რეგულირებას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია გაწერილი, რომლის შესახებაც განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 30 იანვარს მოაწერა.

კანონპროექტის მიხედვით, მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მიწის კერძო მესაკუთრეების ნაკვეთის საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ექნება, ქარსაფარი ზოლების მომიჯნავედ არსებული მიწის მფლობელებს კი ქარსაფარი ზოლების ფიზიკური დაცვის ვალდებულება გაუჩნდებათ. ამასთან, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 10-წლიანი ინტერვალით სავალდებულო გახდება.

„კანონპროექტის მიზანია ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებით რიგი საკითხების დახვეწა-რეგულირება. კანონპროექტის თანახმად, წესდება ქარსაფარი ზოლების პერიოდული ივენტარიზაციის (10 წელიწადში ერთხელ) სავალდებულოობა, განისაზღვრება: ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტისათვის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის უპირატესი ინტერესი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვისა და განკარგვის საკითხები, ასევე, ქარსაფარი ზოლის ეფექტიანობის მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და მისი ნაწილის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის - ექსპროპრიაციის თაობაზე. ასევე, უძრავი ნივთის მესაკუთრეებს, რომელთა მიწის ნაკვეთ(ებ)ი მდებარეობს აღდგენილი და გაშენებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან/და დაცვის არეალში, დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ ამ ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა. აიკრძალება ამ კანონით განსაზღვრული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადის ამოწურვამდე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ მიწის ნაკვეთებზე ან/და მათ ნაწილზე, რომლებიც მოქცეულია შესაბამისი საარქივო დოკუმენტებით აღრიცხული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე“, - ნათქვამია განკარგულებაში.

 

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაცია 2021 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზებულმა ქარსაფრებმა მოიცვა 12 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, აქედან 6 ათას ჰექტარამდე ქარსაფარს მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ინვენტარიზაცია და სტატუსის მინიჭება ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების დაწყების საფუძველია. 2026 წლის სამიზნე მაჩვენებელი არანაკლებ 150 ჰექტარს შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარსაფარი სისტემების მოწყობის გრძელვადიან სახელმწიფო გეგმის მიხედვით, საქართველოში 2030 წლამდე არანაკლებ 5000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა გაშენდეს.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати