"ხვალ რომ არჩევნები იყოს", გაერთიანებულ ოპოზიციას 55 პროცენტი დაუჭერს მხარს, ქართულ ოცნებას კი 39 პროცენტი. კვლევა, რომლის შედეგებიც ეს რიცხვებია, მთავარი არხის დაკვეთით Ipsos-მა ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლიდერი ქართული ოცნება იქნება. პარტიის მხარდაჭერა 34 პროცენტი იქნება.
ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? - ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" -34%; ნაცმოძრაობა - 29% , ევროპული საქართველო 10%, ლეიბორისტიული პარტია- 6%;
ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი - 5 % ; ლელო 3%; გირჩი -3% ; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 3%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 2%; რესპუბლიკური პარტია 1% ; კონსერვატორები 1% ; თავისუფალი საქართველო 1%.
როგორც არხი განმარტავს, კვლევა 27 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა და ცდომილება 2,5 პროცენტია
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.