USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
მთავარეპისკოპოსი ზენონი - მოვახდინოთ ჩვენი სამშობლოს მენტალური დეოკუპაცია რუსეთისგან
Date:  434
ორასწლიანმა რუსულმა ოკუოპაციამ იმდენად ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე და იმდენად დააზიანა ქართველის გენეტიკური კოდი, რომ დღეს მავანისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ევროპული მისწრაფება და ევროპული ღირებულებები - თითქოს სადღაც უცხო გარემოსკენ მივისწრაფოდეთ და არა ჩვენს წიაღში. ევროპული ღირებულებების ფორმირებაში საქართველოს ისტორიულად აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი. სწორედ, ამიტომ მიმაჩნია საგანგაშოდ ევროკავშირის დროშის ხელყოფა. დროშის, რომელიც საქართველოს ისტორიული განვითარებისა და მისი მენტალური ღირებულებების სიმბოლოც გახლავთ.
საქართველო ევროპის ქვეყნების ისტორიული, ძირძველი წარმომადგენელია.
ევროპული ცივილიზაცია ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჩაისახა. მის დასაბამს წარმოადგენს ელინური კულტურა და ცივილიზაცია, რომელზეც შემდგომ აღმოცენდა ბერძნულ- რომაული ცივილიზაციის ევროპული სამყარო. რომის იმპერიაში ქრისტიანობის გავრცელების შედეგად, ევროპამ განვითარება ჰპოვა ქრისტიანულ ფასეულობებსა და ღირებულებებში.
ძველი ბერძნებისთვის კოლხეთის სახელმწიფო წარმოადგენდა ევრაზიული კონტინენტის ევროპულ ნაწილს.
გეოპოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის სახელმწიფოს.
ამას ადასტურებს გვიანი შუა საუკუნეების ევროპული რუკებიც, სადაც, საქართველო წარმოდგენილია სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მდებარე სახელმწიფოდ.
ანტიკურ საქართველოში ეროვნულ შემოქმედებასთან ერთად, წამყვანი ადგილი ეკავა ელინურ- რომაულ კულტურას და სამართალს. რომის იმპერიიდან ქრისტიანული სარწმუნოების საქართველოში გავრცელების შემდეგ, ქვეყნის კულტურულ- პოლიტიკური ვექტორი, ბერძნულ- რომაული ცივილიზაციის პირმშო ქრისტიანული ევროპისკენ იყო მიმართული. საქართველოს თვითმყოფადი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური სისტემა ევროპის ქვეყნებთან თანამეგობრობის პათოსით იყო განმსჭვალული.
საუკუნეების განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოების და თვითშეგნების გათვალისწინებით ყალიბდებოდა ქართველთა ეროვნული ფასეულობები და პოლიტიკური ინტერესები.
საქართველო აღმოსავლეთ - დასავლეთის დამაკავშირებელ რეგიონის ცენტრშია მოქცეული.
გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ მის წიაღში ეროვნულ კულტურასთან და შემოქმედებასთან ერთად ხელი შეუწყო უნიკალური საერთო -კავკასიური ცივილიზაციის წარმოქმნას, რომელიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურათა შერწყმით და თანაცხოვრებით იქნა ჩამოყალიბებული.
საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს წინაშე საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი იყო დასავლურ - აღმოსავლურ ცივილიზაციაზე დამყარებული სულიერი და მატერიალური მონაპოვრით, ეროვნულ- კულტურული ტრადიციებით, სოციალური ყოფით, სამოქალაქო სამართლით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო კავკასიის ქვეყნებისა და ხალხებისათვის მათი კულტურული და ეროვნული თვითშეგნების განმავითარებელი და გარანტორი.
მას შემდეგ,რაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა და შესაძლებლობა მიეცა წარდგეს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ისტორიული მეობა საშუალებას იძლევა მოქმედებდეს როგორც ევრაზიული კონტინენტის ევროპული და აზიური ნაწილების გამაერთიანებელი არტერია.
ამისათვის მას ესაჭიროება ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის მყარი მხარდაჭერა და თანადგომა. მითუმეტეს იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს საქართველოს სახელმწიფო იმყოფება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ასევე, ადგილი აქვს საეკლესიო ოკუპაციას რუსეთის ეკლესიის მხრიდან.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენს, თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ძალაუფლების დანაწილება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მოვალეობები, სოციალურ- ეკონომიკური კეთილდღეობა. პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობა.
ევროკავშირის დროშის ხელყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო შენობასთან წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას. საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფას. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში მუდმივად თუ დროებით მცხოვრები მრავალრიცხოვანი ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ მომართული ქმედება.
ევროკავშირის დროშა ევროპის უმრავლესი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და იგი მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სიმბოლოდან არის აღებული. ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ერების და ხალხების ერთ - ერთი დომინანტი სარწმუნოება კი სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანობაა.
საქართველომ მისი ისტორიული და რელიგიური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა და ეს იყო დასავლური ვექტორი. ვიმეორებ, მით უფრო იმ ფაქტის გააზრებით, რომ ქრისტიანობა ჩვენთან სწორედ დასავლეთიდან გავრცელდა. ( იერუსალიმი და კაპადოკია იმ დროისათვის რომის იმპერიაში შემავალ ერთეულს წარმოადგენდა ). ქვეყნის განვითარების ცალკეულ ისტორიულ ეტაპზე კი სახელმწიფო პოლიტიკური წყობის არაერთი ელემენტით მსოფლიოსთვის სამაგალითონიც კი ვიყავით და ვართ დღემდე.
ამ ფონზე საერთოდ გაუგებარია კითხვა: - სად უნდა ვიყოთ და ვისთან?
ამ ფონზე უადგილოა გეოპოლიტიკურ არჩევანზე საუბარი, რადგან ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპა და ახლა რაც მოგვეთხოვება, არის ის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სამშობლოს მენტალური დეოკუპაცია რუსეთისგან, რაც საქართველოს ბუნებრივ წიაღში დაბრუნების საფუძველი და საქართველოს სრული - ტერიტორიული დეოკუპაციის საფუძველიც გახდება.
არანაირი „ან“ არ არსებობს. ყველაფერი ისტორიულად არის განსაზღვრული და ახლა რა ვალდებულებაც გვაქვს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს არის ქართველი ხალხის ისტორიული ნების აღსრულებისთვის რუდუნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამის განუმეორებელი შესაძლებლობა გვეძლევა.
+ მთავარეპისკოპოსი ზენონი
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way