USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
дата:  439
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
 
ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურა ოქროყანაში, გ ზონაში, პარკის ქუჩიდან გელოვანის ქუჩის მონაკვეთამდე, მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში ასფალტის ორფენიანი საფარი 800 კვ.მ ფართობზე დაიგო.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით 120 000 ლარი გამოიყო.
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати