USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
მთაწმინდის რაიონში სავალი გზების რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  403
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
 
ამ ეტაპზე, სავალი გზის რეაბილიტაცია ოქროყანაში, გურამიშვილის და დადიანის ქუჩების ნაწილზე დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 850 კვ. მ. ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყობა ბორდიური.
 
სამუშაოებს ახორციელებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 80 000 ლარია გამოყოფილი.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის