USD 2.7152
EUR 3.1610
RUB 3.4240
Tbilisi
მთაწმინდის რაიონში, საჯარო სკოლებს შორის, რაიონული ტურნირი “ფრენბურთის ტურნირი 2025“ ჩატარდა
Date:  868
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში რაიონული ტურნირების ჩატარებას განაგრძობს.
 
“ფრენბურთის ტურნირი 2025“, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რაიონის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა.
 
სპორტულ ღონისძიებაში 10 გუნდი ასპარეზობდა, საპრიზო ადგილები კი 51-ე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს.
 
ტურნირში გამარჯვებულები მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზებით დააჯილოვეს. პრიზიორებს საჩუქრად თასები და მედლებიც გადაეცათ.
 
society
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. მათივე ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი, რომლებმაც "სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან". მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები.

ისინი [მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი და მენეჯერები] ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way