USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა
дата:  393
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში რაიონული ტურნირების ჩატარებას განაგრძობს.
ამჯერად, “ფრენბურთის ტურნირი 2024” რაიონის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტულ ღონისძიებაში 10 გუნდი ასპარეზობდა. საპრიზო ადგილები კი, ასე გადანაწილდა:
ვაჟთა შორის:
I ადგილი- 51-ე საშუალო სკოლა;
II ადგილი- 58-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი- 212-ე საშუალო სკოლა;
გოგონათა შორის:
I ადგილი- I კლასიკური გიმნაზია;
II ადგილი- 50-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი- 51-ე საშუალო სკოლა;
ტურნირში გამარჯვებულებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები გადასცეს. პრიზიორებმა საჩუქრად თასები და მედლებიც მიიღეს.
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати