USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებiის პროცესი მიმდინარეობს
თარიღი:  485
მთაწმინდის რაიონში სხვადასხცვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
 
ამ ეტაპზე, შიდაკვარტალური ეზო მოწესრიგდა ვერაზე, ე. ტატიშვილის ქუჩაზე N19-ში. სამუშაოების შედეგად, 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.
 
აღნიშნულ სამუშაოებამდე ეზოში წყალარინების ქსელი მოეწყო.
 
პროექტი მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 75 000 ლარი გამოიყო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის