USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
Date:  464
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სოლოლაკში, ლ.ასათიანის ქ. N60-ში და ამაღლების ქ. N5-ში შიდაკვარტალური ეზოების მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 1200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 000 ლარი გამოიყო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way