USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
მთაწმინდის რაიონში ოთხ მისამართზე ამორტიზებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა
Date:  523
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.
ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოთხ მისამართზე ამორტიზებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
• ს. ჯანაშიას ქ. N7
• გუდიშვილის ქ. N9
• დ. ჭონქაძის ქ. N7
• გერგეთის შეს. N3
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 127 475 ლარი დაიხარჯა.
 
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way