USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  
ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია ორ მისამართზე მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები რჩეულიშვილის №1-ში და ჟვანიას №9-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ნიკოლაძის N7-ში სამუშაოები უკვე დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყო.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 95 543 ლარია გამოყოფილი.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის