USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
дата:  324
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
 
ამჯერად, ვ. გუნიას I გასასვლელის №7-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის კედელი მოეწყო, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა.
 
კედლის მშენებლობას მთაწმინდის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати