USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
მთაწმინდის რაიონში, ალ.გრიბოედოვის ქ. N16-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
Date:  533
მთაწმინდის რაიონში, ალ.გრიბოედოვის ქ. N16-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ფანჯრების ღიობებში ჩარჩოების ჩასმა, ასევე, ფასადის სრული რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების სამუშაოები მომავალი წელს დასრულდება, რის შემდეგაც მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 752 ათასი ლარი დაიხარჯება.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way