USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
Date:  718
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
 
ამ ეტაპზე, კოჯორში კვინიტაძის ქუჩის (დევნილთა დასახლების) რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელი სრულად განაახლა.
 
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
 
„მიმდინარე წელს კოჯორში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ახლაც მიმდინარეობს ორი ქუჩის რეაბილიტაცია. რაც შეეხება დევნილთა დასახლებას, აქ 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოსახლეობას განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს უჭირდათ გადაადგილება და ახლა ეს პრობლემა მოეხსნებათ“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 მილიონი ლარი გამოიყო.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way