USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლებს შორის ქუჩის კალათბურთის ტურნირი 3x3 ჩატარდა
თარიღი:  910
მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლებს შორის ქუჩის კალათბურთის ტურნირი 3x3 ჩატარდა.
„მთაწმინდის თასი 2025“-ის მოსაპოვებლად ტურნირში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა დაიკავა:
I ადგილი: 53-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: 21-ე საჯარო სკოლა;
III ადგილი: 51-ე საჯარო სკოლა;
ტურნირს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანმშრიმლებთან ერთად დაესწრო.
ტურნირში გამარჯვებულებს მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალურ
პრიზები დაურიგეს. პრიზიორებს საჩუქრად თასები და მედლებიც გადაეცათ.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის