USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს აქტიურად განაგრძობს
дата:  741

ამ ეტაპზე, სოლოლაკში, ამაღლების ქ. N1-ში მდებარე სახლში გამგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოების შედეგად, გამაგრდა სახლის საძირკველი და მზიდი კედლები, ასევე, მოჩარჩოვდა ფანჯრის ღიობები, სრული რეაბილიტაცია და სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა საერთო სარგებლობის აივნებს, კიბეს და სადარბაზოს, შეიცვალა კარები და ჭიშკარიც.

საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, 22 ოჯახი ცხოვრებს.
სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
პროექტით გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც სრული რეაბილიტაცია ფასადს ჩაუტარდება და აღდგება მისი პირვანდელი სახე. სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.

აღნიშნული პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი 590 568 ლარი გამოიყო.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати