USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას
Date:  505
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.
ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოთხ მისამართზე ექვსი ამორტიზებული სახურავი შეიცვალა და განახლდა წყალსაწრეტი მილები.
სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:
• ი. გოგებაშვილის ქ. I გასასვლელი N 22;
• შ. მილორავას ქ. N7;
• ლ. შარაშიძის ქ. N2/4;
• ე. ტატიშვილის ქ. N36;
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 231 ლარი დაიხარჯა.
 
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way