USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა
თარიღი:  533
მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა.
 
ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა მწარმოებელმა წარმოადგინა. ყველის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ.
 
 „სახელმწიფო მხარს უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ემსახურება მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.
 
 ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს; ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება მას წლიდან წლამდე.
 
ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.
 
ყველის ფესტივალს, რომელიც ქართული ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა, მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
 
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის