USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო
Date:  

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 45 740 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 4 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 120 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 550 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 6 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ტაბახმელაში, მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიწყო, რის შედეგადაც 4 სპორტული მოედანი მოეწყობა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 110 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 45 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა, ხოლო ლიფტების რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა.
მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება;
მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 182 390 ლარი დაიხარჯა.
დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მან, ასევე, 2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელება იქნება შესაძლებელი.
მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

ჩუღურეთის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way