USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Tbilisi
მსოფლიოში ყველაზე იდენტური ტყუპი საერთო ქმართან შვილების გაჩენას გეგმავს
Date:  864

ავსტრალიში მცხოვრები ანა და ლუსი დესინკები მსოფლიოში  ყველაზე იდენტური ტყუპია35 წლის დებს საერთო სამსახური, სახლი, მანქანა და  ფეისბუკის ექაუნთი აქვთ. უფრო მეტი, ქმარიც კი საერთო ჰყავთ. თითქოს ეს მსგავსება საკმარისი არ იყო, დებმა პლასტიკურ ქირურგიაზე 200 000 დოლარზე მეტი დახარჯეს, რათა ერთმანეთს უფრო მეტად დამსგავსებოდნენ.

ანა და ლუსი დედასთან ერთად ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბერთში ცხოვრობენ. მშობლებს გოგოების გარჩევა ყოველთვის უჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ ლუსის ლოყაზე პატარა ხალი აქვს, ანას კი შუბლზე პატარა ნაიარევი.

დებმა საერთო ქმარი - ბენ ბირნი 2012 წელს გაიცნეს. გოგოებმა მამაკაცს საერთო ქმრის სტატუსი შესთავაზეს, რათა ერთად მეტი დრო გაეტარებინათ. ახლახან, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დებმა ბენისგან ერთდროულად დაორსულება გადაწყვიტეს - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური გამოცემა Tyla ავრცელებს.

როგორ ემზადებიან დები ერთდროულად დაორსულებისთვის?

დები აპირებენ, მოსალოდნელი ოვულაციის ზუსტი თარიღი და დაორსულებისთვის შესაფერისი დრო ბაზალური ტემპერატურის დახმარებით დაადგინონ და ბენთან ერთდროული სექსით დაკავდნენ.

„გული მისკდება, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ანა შეიძლება დაორსულდეს და მე არა. ჩვენი მიზანი ერთდროულად დაორსულებაა“ - ამბობს ლუსი.

ტყუპები დედობისთვის გულმოდგინედ ემზადებიან - კითხულობენ წიგნებს მომავალი დედებისთვის, არჩევენ ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სათამაშოებს და ა.შ.

რას ფიქრობს ქმარი?

რაც შეეხება ტყუპების საერთო ქმარს, ბენი ცოლების იდეით აღფრთოვანებული არ არის, თუმცა ამბობს, რომ ცდად ღირს.. „ვფიქრობ, ორივეს ერთდროულად დაორსულება ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა ვცადო", - აცხადებს ბენი.

აღსანიშნავია, რომ ტყუპი დების ერთ მამაკაცზე გათხოვების შემთხვევა უფრო ადრე, ინდოეთში მოხდა. დებს ერთმანეთთან განშორების იმდენად ეშინოდათ, რომ საერთო ქმარი იპოვეს და მასზე დაქორწინდნენ. საინტერესოა, რომ არც სიძის და არც პატარძლების ოჯახებს ეს უცნაური კავშირი არ გაუპროტესტებიათ.

წყაროს ბმული - funtime.ge

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way