ლონდონში შემთხვევით აღმოჩენილი მსოფლიოში პირველი კომპაქტური კომპიუტერი Q1, Heritage Auctions-მა (აშშ) აუქციონზე გაიტანა.
როგორც ლოტის აღწერაშია ნათქვამი, მოწყობილობა აღიარებულია, როგორც მსოფლიოში პირველი სრულფასოვანი დამოუკიდებელი მიკროკომპიუტერი ჩაშენებული ეკრანით და კლავიატურით. იგი ასევე მოიცავს შიდა პრინტერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის Q1 კომპიუტერის პირველი ვერსია (მოგვიანებითი ვერსია, Q1 Lite, რომელიც ასევე იყო შემოთავაზებული აუქციონზე, გამოვიდა 1976 წელს პრინტერის გარეშე).
”მისი გამორჩეული ნარინჯისფერი ეკრანით და ინტეგრირებული კლავიატურით, ეს ინოვაციური მოწყობილობა აჩვენებს ფორმისა და ფუნქციის ელეგანტურ კომბინაციას დიზაინში, რომელიც ბევრად უსწრებს თავის დროს. ამ ისტორიული ნივთის ძალიან ცოტა მაგალითია შემორჩენილი, რამაც ლოტებს შორის მისი გამოჩენა Heritage Auctions-ის საეტაპო მოვლენად აქცია“, - აცხადებენ სავაჭრო სახლში.
ამ კომპიუტერული იშვიათობის ზომებია 58 × 53 × 24 სმ. მისი საწყისი ფასი აუქციონზე 32 ათასი აშშ დოლარია.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.