USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება
Date:  449
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება, - პროექტს „მეღვინეობა კაჭრეთი“ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ დისტილერია “ტესენდიესთან” თანამშრომლობით განახორციელებს.
“მეღვინეობა კაჭრეთის“ ღვინისა და კონიაკის ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართული და ფრანგული კომპანიების პარტნიორობა საქართველოს ბიზნესგარემოსა და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უცხოელი ინვესტორების ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებით. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მეღვინეობის ისტორიული, ტრადიციული კერა და საფრანგეთი არის კონიაკის სამშობლო. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზი მოგვცემს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს საქართველოში. ჩემთვის ეს თანამშრომლობა არის მორიგი დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, Tessendier & Fils Distillery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟერომ ტესენდიემ და „მეღვინეობა კაჭრეთის’’ დირექტორმა ნათია კარიჭაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „მეღვინეობა კაჭრეთი“ დაათვალიერეს.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way