USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 300 000-ს გადააჭარბა, ხოლო 72 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა
Date:  525

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,300,000 -ს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, Covid -19 დაუფიქსირდა ჯამში 1,312,428 ადამიანს; ვირუსით გარდაიცვალა 72,636 პაციენტი.

კრიტიკულ მდგომარეობაშია ინფიცირებულთა 5% - 46 000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსისგან ჯამში 275,060 ადამიანი განიკურა. ყველაზე მეტი - თითქმის 350 000 ინფიცირებული ჰყავს ამერიკას, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას და ესპანეთს. ყველაზე მეტი -77,078 პაციენტი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

წყარო:https://www.worldometers.info/coronavirus/

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way