USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
дата:  574

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33 306 022 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 24 637 458 - გამოჯანმრთელდა.

კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია დაინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპული ასევე აშშ-შია, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი - ინდოეთი.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати